ნარკოდანაშაული

ამოღებულია დიდი ოდენიბით "ალფა-პვპ" - დაკავებულია სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, 1995 წელს დაბადებული ს.თ დააკავეს.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ, ს.თ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ"-ე, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს." - ნათქვამია უწყების გნცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები