განზრახ მკვლელობის მცდელობა

პროკურატურამ კახეთში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ კახეთში, თელავის რაიონში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული 7 დეკემბერს, ქალაქ თელავში, მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და შურისძიების მოტივით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები