ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

OSCE-ს 39 ქვეყნის განცხადება: საქართველოში განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი და ეუთოში დანიის მუდმივი წარმომადგენელი, კრისტიან გრონბეკ-იენსენი ეუთოს მინისტერიალის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც 39 მონაწილე სახელმწიფო საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მათ წინააღმდეგ, ვინც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობს, ძალის გადამეტებით გამოყენების შესახებ არსებულ ცნობებზე გამოძიების ნაკლებობა "ასახავს განსხვავებული აზრისთვის შემცირებად სამოქალაქო სივრცესა და ქმნის დაუსჯელობის სახიფათო ატმოსფეროს."

ამასთან, საქართველოსთან დაკავშირებით ხელმომწერი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, რომ "საკანონმდებლო შეზღუდვები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის დამოუკიდებლობაზე საჯაროდ განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს ქმნის."

ერთობლივ განცხადებას ხელს ეუთოს მინისტერიალში მონაწილე 39 სახელმწიფო აწერს, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, გერმანია და საფრანგეთი.

კომენტარები