დრონების იერიშის შედეგად რუსეთში, ტამბოვის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა, ასევე ვორონეჟის ოლქში დაზიანდა საწვავის რეზერვუარები.
ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, ევგენი პერვიშოვის თქმით, ხანძრის გაჩენა "დრონის ნარჩენების ჩამოვარდნამ" გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში მოიგერიეს 102 უკრაინული დრონი, აქედან 26 ბელგოროდის ოლქში, 22 ბრიანსკის ოლქში, 21 კურსკის ოლქში, 16 როსტოვის ოლქში, 7 ასტრახანის ოლქში, 6 სარატოვის ოლქში და 4 ვორონეჟის ოლქში.





