BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ვოლსკი BBC-ის გამოძიებაზე: იმდენად უტიფარია ბრალდება, ლოგიკა არ არის

იმდენად უტიფარია ბრალდება მთელი რიგი ნიშნებით, ჯერ ეს ერთი, ლოგიკა არ არის - ფილმს რო ვუყურო ახლა, ასეთ გადაღებულს, ჩვეულებრივად, მიუკერძოებელ მაყურებელს გაუჩნდება შეკითხვა, "კი მაგრამ, ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც ის შსს-ს მაღალჩინოსანი, ვინც ახლა გაქცეულია და ბრალდებულია პრაქტიკულად, იმან, ამ ადამიანებმა უცება აიღეს და პრაქტიკულად მოიფიქრეს, ამას ვიტყვით, "რომ გამოყენებულია მომწამლავი გაზი?" 

ამაზე გამოძიებაც უნდა ჩატარდეს, პროაქტიული უნდა იყოს მსჯელობაში. 

[...] ტყუილი იმდენად უტიფარია, ამას ლანძღვით სიტყვას არ ვიყენებ, ვახასიათებ ამ სიცრუის შინაარსს, რომ შეშფოთების რეალური საფუძველი გაგვაჩნია ჩვენც და ვინც ამ პერიპეტიებს უყურებს მსოფლიოში. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ "ღამის კურიერის" ეთერში. 

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები