რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, 25 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის შეხვედრა გაიმართა.
უშაკოვი ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულად იმართება.
"იყვნენ წარმომადგენლები, რომლებიც სერიოზულად მუშაობდნენ. ეს წარმომადგენლები არიან უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებიდან. ისინი პერიოდულად ხვდებიან და განიხილავენ დელიკატურ საკითხებს, კერძოდ, ტყვეთა გაცვლაზე." - თქვა პუტინის თანაშემწემ.
უშაკოვის თქმით, შეხვედრაზე მოულოდნელად გამოჩნდა აშშ-ს ახალი წარმომადგენელი, რომელიც ახლა უკრაინის საკითხს კურირებს. საუბარია არმიის მდივან დან დისკროლზე, რომელიც გასულ დღეს აბუ-დაბიში იმყოფებოდა.
"ის იქაც გამოჩნდა და შეხვდა უკრაინის წარმომადგენლებს, როგორც მესმის, და, როგორც ჩანს, ეს წინასწარ შეთანხმებული იყო. მოულოდნელად შეხვდა ჩვენს წარმომადგენლებსაც." - თქვა უშაკოვმა.
უშაკოვის თქმით, რუსეთის დელეგაციას არა საგარეო დაზვერვის დირექტორი, არამედ სხვა პირი ხელმძღვანელობდა. აქამდე Axios-მა და სხვა მედიებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინის დელეგაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარის სამმართველოს მეთაური, კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობდა.
მედიები ასევე წერდნენ, რომ აბუ-დაბიში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.





