დედამიწაზე არავინ არ დაუშვებს ასეთ ზეწოლას, უბრალოდ ჩვენ ჩათვალა, რომ დაბალი ღობე ვართ და ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, ასე მოიქცეს.
(...)აბა, როგორ განმარტავს ის, რომ მივიდა სასამართლო პროცესზე, თუ ინტერესი ჰქონდა თარჯიმანიც არ დაისწრო, რომ ეთარგმნა რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს, უბრალოდ, თავისი იქ ყოფნა უნდოდა მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინა, რომ აი, მე აქ ვარ და იცოდე, რომ არაფერი შეგეშალოს.
ფაქტობრივად, ის მხარს უჭერდა რევოლუციური პროცესების წამოწყებას საქართველოში, თან ყოველ ფეხის ნაბიჯზე საქართველოს ხელისუფლება განუმარტავდა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და აზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს და ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, მას ფაქტობრივად პასუხი არ ჰქონდა.





