უკრაინის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო ობიექტებზე და გაანადგურეს А-60-ის ტიპის საექსპერიმენტო თვითმფრინავი.
გენშტაბის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში გამოიყენეს "ბარსის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და "ნეპტუნის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები.
უკრაინულმა ძალებმა იერიდი მიიტანეს როსტოვის ოლქში, ქალაქ ტაგანროგთან მდებარე ავიაციის სარემონტო იბიექტსა და დრონების საწარმოზე.
უკრაინის გენშტაბში აღნიშნეს, რომ სტრატეგიული ობიექტების მიდამოებში შეინიშნებოდა მრავალი აფეთქება და ხანძარი.
სარემონტო ობიექტზე მიტანილი იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, განადგურებულია А-60-ის ტიპის ექსპერიმენტული თვითმფრინავი. ამავე დაწესებულებაში არემონტებდნენ А-50-ებსა და სტრატეგიულ ბომბდამშენ Ту-95МС-ებს.
ამას გარდა უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნოვოროსიისკში მდებარე "შესხარისის" ნავთობტერმინალსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელზე.
წინასწარი ინფორმაციით, ნოვოროსიისკში, იერიშის შედეგად დაზიანებულია ნავთობობიექტის ინფრასტრუქტურა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-400.
უკრაინის გენშტაბში მიყენებულ ზიანს აზუსტებენ და ამბობენ, რომ იერიშები გაგრძელდება.
А-60-ის ტიპის ექსპერიმენტული თვითმფრინავი, რომელიც საჰაერო ლაზერულ ლაბორატორიას წარმოადგენდა, საბჭოთა კავშირის დროს შეიმუშავეს. მთლიანობაში შეიქმნა მხოლოდ ორი მსგავსი თვითმფრიმავი.





