შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა - 1997 წელს დაბადებულ ო.კ-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.ჯ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული". - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





