კრიმინალი

მეზობლად მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე დანით დაჭრა - შსს-მ კახეთში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ი. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად  მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფით 
საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას,  მეზობლად მცხოვრები ინდოეთის 
მოქალაქე -  1973 წელს დაბადებული მ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით ქვედა 
კიდურის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სავადმყოფოში  გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი  
სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ დ.ი. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა”. - წერს შსს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი-დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის 
სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები