რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაიკ პომპეო უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა

REUTERS/Brian Snyder

Associated Press-ის ცნობით, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა.

Fire Point კერძო სამხედრო კონტრაქტორია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა. მისი ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან სავარაუდო კავშირების გამო, კომპანია მალევე ყურადღების ცენტრში მოექცა. მინდიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორია, რომელიც ბოლო პერიოდში მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში ამხილეს.

Fire Point-მა თავისი საკონსულტაციო საბჭო 12 ნოემბერს შექმნა და პომპეო მის წევრად 17 ნოემბერს  დაასახელა. Associated Press-ის ცნობით, კომპანიის ტექნოლოგიური მიმართულების დირექტორმა ირინა ტერეხმა საბჭოში ამავდროულად კიდევ სამი პირიც დაინიშნა.

ტერეხი ამბობს, რომ პომპეოს საბჭოს წევრად დანიშვნა კომპანიის ამბიციური გაფართოების გეგმებს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია მომდევნო წელს შემოსავლების გაზრდასა და დანიაში ქარხნის აშენებას გეგმავს.

ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი პროექტი შიდა წარმოების რაკეტა Flamingo-ა, რომელსაც ზელენსკიმ  უკრაინის ყველაზე წარმატებული რაკეტა უწოდა. ბოლოს უკრიანის სამხედრო ძალებმა ეს რაკეტა 13 ნოემებრს, ოკუპირებულ ყირიმსა და ზაპოროჟიეს ოლქში კოორდინირებული დარტყმებისას, გამოიყენეს.

კომენტარები