გარემოს ეროვნული სააგაენტო

ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება - სააგენტო

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაციაა, რაც სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული. 

"გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები მიიღოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge "რეკომენდაციების“ ველში.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება." - წერია განცხადებაში.

კომენტარები