მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, ადგილზე დაიღუპა ქალი, რომელსაც მანქანა შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





