ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

წულუკიანი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე: პრევენცია ყოველთვის სჯობს რეპრესიას

ღიად მინდა გითხრათ, რომ არ არის სასიამოვნო, ნამდვილად სასიამოვნო არ არის. ჩვენ, არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ სხვებიც, ვისი სახელები და გვარებიც სახელდება, ერთად ვმუშაობდით და როგორ შეიძლება, ეს ან სახალისო ან სასიამოვნო იყოს, ნამდვილად არ არის.

პრევენცია ყოველთვის სჯობს რეპრესიას და ძალიან გული მტკივა და გული შემტკივა, რომ ასეთი განვითარება მიიღო ამ ყველაფერმა.

თუმცა, იქ, სადაც მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] აღიარა თვითონვე, რაც აღიარა, ჩემი კომენტარი, რა თქმა უნდა, არის ყოვლად ზედმეტი.

ივანიშვილის დეპუტატი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

კომენტარები