აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, კიასტუტის ბუდრის შეხვდა და მასთან ერთად, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რუბიომ მხარი დაუჭირა ლიტვის გადაწყვეტილებას – 2026 წელს მშპ-ს 5%-ზე მეტის თავდაცვისთვის დახარჯვის შესახებ და მადლობა გადაუხადა ლიტვას აშშ-ს როტაციული სამხედროების "შესანიშნავი" მასპინძლობისთვის.
ამასთან, რუბიომ და ბუდრისმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობები.





