6 ნოემბერს სუდანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, სწრაფი რეაგირების ძალებმა (RSF) განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ ჰუმანიტარულ ზავს დათანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამოქალაქო ომის განმავლობაში ორივე მხარე არაერთ ზავს დათანხმდა, თუმცა ზავის არცერთი შეთანხმება წარმატებული არ ყოფილა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს მხარეებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, რათა ჰუმანიტარული ზავის დამყარებას ხელი შეუწყოს.
სუდანში დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. წარსულში RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაჯგუფებას მხარს უჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროები.
გაეროს მონაცემებით, ომმა უკვე 40,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნადაა დაკნინებული და რეალური მსხვერპლი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს




!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)
