სუდანის სამოქალაქო ომი

სუდანის არმიამ დედაქალაქ ხარტუმში მდებარე პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი აღადგინა

 REUTERS/El Tayeb Siddig

სუდანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სუდანის არმიამ დედაქალაქ ხარტუმში მდებარე პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი აღადგინა.

სამხედრო წყაროების მტკიცებით, არმია სასახლის გარშემო შეიარაღებული დაჯგუფების, სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) წევრების დაკავების ოპერაციას ატარებდა.

დაჯგუფებამ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი და პრეზიდენტის სასახლე სამოქალაქო ომის დასაწყისში დაიკავა. ბოლო თვეების განმავლობაში სუდანის არმია სასახლეზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობდა.

RSF, რომელმაც პარალელური მთავრობის შექმნა დაიწყო, დედაქალაქის, ქალაქ ომდურმანისა და სუდანის დასავლეთ ნაწილებზე კონტროლს ინარჩუნებს. 

სამოქალაქო ომი სუდანში გენერალ აბდელ ფატა ალ-ბუჰრანის მეთაურობით სუდანის არმიასა და გენერალ მოჰამედ ჰამდან დაგალოს ლიდერობით შეიარაღებულ მოძრაობას შორის 2023 წლის აპრილში დაიწყო.

მრავალი საერთაშორისო აქტორის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისთვის მედიაციის მიუხედავად, ომი არ შეჩერებულა და შეიარაღებული პირების მხრიდან მასობრივი ძალადობის შემთხვევები მთელ სუდანში გავრცელდა. ომის გამო 5 მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა და ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი ჩამოყალიბდა. 

ევროკავშირი სუდანის სამოქალაქო ომის ძირითად ფიგურებს სანქციებს დაუწესებს

კომენტარები