ევროკომისიამ სომხეთის მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა.
"ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმის გააქტიურება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრულ ვიზალიბერალიზაციის მიღწევისთვის ევროკავშირსა და სომხეთს შორის. [გეგმაში] გაწერილია ის მოთხოვნები, რაც სომხეთმა უნდა შეასრულოს, სანამ მისი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ" – წერია ევროკომისიის განცხადებაში.
გეგმის მიხედვით სომხეთს მოუწევს რეფორმების გატარება ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამოგზაურო დოკუმენტების უსაფრთხოება და მიგრაციის მართვა. ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს სომხეთის პროგრესს და შესაბამისს ანგარიშებს მოამზადებს.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)