სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: მარნეულში 2 სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, გამოვლინდა ვირის ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, რა დროსაც სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა.

სეს-ის ინფორმაციით, ვირის ხორცი გამოვლინდა ი/მ "საბირ ჩილდირლში", სასადილო, რომელიც მარნეულში, აღმაშენებლის ქ. 2ა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და ი/მ "ფამილ მაგაროვში", ასევე სასადილო მარნეულში, რომელიც ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები