აზა ჩილაჩავას დაკავება

აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის რეჟიმის ხრწნის გამოვლინება – კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის განცადებას აქვეყნებს და წერს, რომ 71 წლის აზა ჩილაჩავას პატიმრობა ქართველობის, ტრადიციების, იდენტობისა და ჩვენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლის და რეჟიმის ხრწნის გამოვლინებაა.

კოალიციის თქმით, ჩილაჩავა უპირობოდ უნდა გათავისუფლეს.

"უკანონო პატიმრობაში მყოფ 71 წლის გაგრელ დევნილ ქალს, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

გაგრელი აზა ჩილაჩავა, რომელმაც ოკუპირებულ გაგრაში გმირობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მშობლიურ მიწას მიაბარა, დღეს უკანონო პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს გზის გადაკტევისა და პირბადის ტარების გამო. ხოლო რეჟიმის პროკურატურის მიერ დადასტურებულად კორუმპირებული ღარიბაშვილი კი თავისუფლებაზეა.

გაგრელი აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის ქართველობის, ტრადიციების, იდენტობისა და ჩვენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინება. აზა ჩილაჩავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზა ჩილაჩავა მეორედ 2 ნოემებრს აქციაზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ "გზის გადაკეტვის და სახის დაფარვის" გამო დაააკავეს. ადვოკატის ცნობით, ჩილაჩავამ იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.

მანამდე, 22 ოქტომბერს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, აზა ჩილაჩავა "სახის დაფარვისთვის" ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ივანიშვილის წარმომადგენელის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად", ქალბატონ აზასთან დაკავშირებით კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ პასუხი ევროკავშირის ელჩს მოსთხოვონ.

კომენტარები