კსკ "ვაგნერისა" და "რედუტის" მებრძოლების გამოსავლენად უკრაინასა და მოლდოვაში 70 სახლი გაიჩხრიკა. ამის შესახებ ევროპის პოლიციის სააგენტომ, Europol-მა განცხადება 31 ოქტომბერს გაავრცელა.
გამოძიების ფარგლებში ცხრა ქვეყნის 654 მოქალაქე გამოვლინდა, რომლებიც ბრალი მოქალაქეთა და ომის ტყვეების გაუპატიურებისა და ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
სააგენტოს განცხადებით, მოლდოვისა და უკრაინის პოლიციამ 29 ოქტომბერს 70 სახლი გაჩხრიკა და ამოიღო იარაღი, ვაზნები, კომპიუტერები და ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც კსკ "ვაგნერთანაა" დაკავშირებული. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს ვიდეოები, ფოტომასალა, ფორმები და სიმბოლოები.
მოლდოვის და უკრაინის პროკურატურებმა ჩხრეკის ჩატარება საკუთარი განცხადებებით დაადასტურეს.
"უკრაინის პოლიციის თანამშრომლები მთელ მსოფლიოში პოულობენ რუს ომის დამნაშავეებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს სამართლიანი სასჯელი დაეკისროს" - ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებაში.
ამ დროისთვის უცნობია, Europol-ის მიერ დასახელებული 654 ეჭვმიტანილიდან რამდენი დააკავეს ან სად იმყოფებიან ისინი.
Europol-ის ცნობით, უკრაინელებისა და მოლდოველების გარდა, იდენტიფიცირებულნი არიან ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეებიც.





