ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

წითლიძე სარჩელზე: ქაღალდი, პაპუაშვილი ხვალ რომ გამოიტანს, დაახვიოს და მიმართულება იცის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქოცები არ ვართ, მხოლოდ ფული რომ აკავშირებთ ერთმანეთთან. აგერ, ღარიბაშვილს ათეულობით მილიონი რომ მოუპარავს, რომ ვიძახდით და გვადანაშაულებდნენ, ტყუითო და მუთაქებში რომ ჰქონია შენახული ოქროს ზოდები, აგერ, ლილუაშვილს დღე-დღეზე რომ იჭერენ, რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ახლა მუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი დაუკავებიათ, ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი. ჩვენ ქოცები კი არ ვართ, 13 წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს რომ ძარცვავენ, თუ რამე აკავშირებთ ერთმანეთთან ფულია, მაგრამ რომელიმეს მათი მამამარჩენალი ბიძინა ივანიშვილი რომ მიადგება, ერთმანეთს რომ უარყოფენ. [...]

ნაციონალური მოძრაობა არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში, ნაციონალური მოძრაობა არის ფასეულობები და ღირებულებები და ჩვენი მთავარი ფასეულობა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ამიტომ, უნდა გაგვაუქმოს, უნდა ეგ ქაღალდი, პაპუაშვილი ხვალ რომელსაც გამოიტანს, დაახვიოს და მიმართულება თვითონ იცის, სადაც უნდა გაიკეთოს შემდეგ ეს. უნდა, კედელთან დამაყენოს და დამხვრიტოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამაჩერებს მე, ანა წითლიძეს და ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს, სხვანაირად ვერ გაგვაჩერებს, რაც არ უნდა ქნას, რა სარჩელიც არ უნდა შეიტანოს. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

27 ოქტომბერს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიების ამკრძალავი საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის, დეტალებზე 28 ოქტომბერს ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისაუბრებს.

კომენტარები