რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაიჭრა. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმისას რუსეთმა 9 რაკეტა და 62 დრონი გამოიყენა, მათგან 4 რაკეტა და 50 დრონი უკრაინამ მოიგერია.

ქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თიმურ ტკაჩენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 9. 

რეგიონულმა გუბერნატორმა ვლადისლავ ჰაივანენომ თქვა, რომ დნეპროპეტროვსკის რეგიონში თავდასხმისას 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 7, ამასთან, თავდასხმისას საცხოვრებელი ბინები და კერძო სახლებიც დაზიანდა. 

კომენტარები