ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება მეტყველებს დიფ სთეითში არსებულ რთულ მდგომარეობაზე

რაც შეეხება გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას - ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და პარლამენტის ლეგიტიმაციაც.

ეს მეტყველებს ევროპულ ბირუროკრატიაში და ზოგადად, დიფ სთეითში არსებულ რთულ მდგომარეობაზე - ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მთავარი ის არის, რომ ამით რეალურად ვერ ცვლიან ოპოზიციისთვის სასარგებლოდ ვითარებას.

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც დააკლებს და ვერც თავისთვის ვერაფერს შემატებს ეს გადაწყვეტილება ამ პარტიას.

აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები