ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ თავდასხმები სრულად მიუღებელია და ამატებს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს თვითიზოლაციას აღრმავებს.
"კვლავ გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას გერმანელი კოლეგებისა და ელჩი პეტერ ფიშერის მიმართ: უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მის წინააღმდეგ თავდასხმები სრულად მიუღებელია. მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას." - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.





