კასპში, სოფელ კავთისხევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





