დაიან კიტონი

დაიან კიტონის სიკვდილის მიზეზი ცნობილია

დაიან კიტონი
NBC

11 ოქტომბერს ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი გარდაიცვალა.

79 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზი პნევმონია გახდა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გამოცემა People-ის ცნობით, კიტონი მოულოდნელად გარდაიცვალა.

"ბოლო წუთები მან ოჯახის უახლოესი წევრების გარემოცვაში გაატარა. მისი დიდი ხნის მეგობრებმაც კი არ იცოდნენ რა ხდებოდა". – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

დაიან კიტონს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Godfather, Annie Hall, Manhatten, Love and Death, The First Wives Club, Marvin's Room, Something's Gotta Give. 1978 წელს მიიღო ოსკარი ვუდი ალენის Annie Hall-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.

კომენტარები