საქართველოს მოქალაქის დაკავება

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დააკავეს

პირველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ავტომობილს მართავდა, რომელიც ავარიაში მოჰყვა, შემთხვევის შემდეგ კი მან და მისმა 33 წლის ქართველმა მგზავრმა გაქცევა სცადეს, თუმცა, ორმა თვითმხილველმა მათი შეკავება შეძლო.

პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას სხვადასხვა ძვირფასეულობა, ხელჩანთები, საფულეები და საბანკო ბარათები იპოვა. სამართალდამცველების ვარაუდით, ეს ნივთები სხვადასხვა დროსაა მოპარული. ამის შემდეგ მათ, მოზარდი არასრულწლოვანთა დახმარების სამსახურს გადასცეს.

მედიის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი არასრულწლოვანთა დახმარების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღით დარჩა.

ამის შემდეგ კი, პოლიციამ მოზარდს ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში, მის მეურვეებთან გასაუბრების მიზნით მიაკითხა, სადაც მათ კიდევ სამი ადამიანი დახვდათ.

პოლიციის ვერსიით, 45 წლის კაცი მოზარდის თანამზრახველი იყო, 31 წლის და 29 მოლდოვის მოქალაქე კაცები კი მათ მიერ გატაცებული პირები იყვნენ. მათგან ერთ-ერთ სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ამ ეტაპზე გამოძიება 15 წლის და 45 წლის პირების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებაზე მიმდინარეობს. ისინი ამჟამად დაკავებულები არიან.

კომენტარები