ნარკოდანაშაული

ამოღებულია 74 შეკვრად დაფასოებული "ამფეტამინი", "მეტადონი" - შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის:  74 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, მეთადონი და მარიხუანა.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო 
შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული 
არიან: 1962 წელს დაბადებული ბ.დ., 1968 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე,  
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1996 წელს დაბადებული ე.ც. და 1997 წელს 
დაბადებულ მ.მ”. - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე,  260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები