ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის 738-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელმა ჯვარმა IDF-ს უკვე გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენ 13 მძევალს ჰამასი ღაზის სექტორის სხვა ნაწილებიდან დღეს დილითვე გაათავისუფლებს.
ახლა მძევლებს ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალები ღაზის სექტორიდან საზღვრის სიახლოვეს მდებარე სამხედრო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის უფროსი მაღალჩინოსნები მძევლების გათავისუფლების პროცესს პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-დან აკვირდებიან, რომელიც ისრაელისკენ მიფრინავს.





