სამხრეთ კავკასიაში ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ 10 ოქტომბერს შეშფოთება გამოხატა საქართველოში 4 ოქტომბერსა და მის შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"მე ღრმად შეშფოთებული ვარ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით, რაც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა," განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრაჩამ და ქართულ ოცნებას მოუწოდა, სრულად სცეს პატივი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად და შიშის გარეშე შეძლოს მოქმედება.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ემყარებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. ამ სენსიტიურ მომენტში მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთგული დარჩეს ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების მეშვეობით მუშაობის მიმართ." - დაამატა გრაჩამ.
გრაჩას თქმით, "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგული რჩება პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერის მიმართ მათ ძალისხმევაში, რომ მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და აღდგეს საზოგადოების ნდობა დიალოგისა და ეუთოს ვალდებულების დაცვის მეშვეობით."





