მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი ჰამასს თავიანთი ლიდერის, იაჰია სინვარისა და მისი ძმის, მოჰამედ სინვარის ცხედრებს არ გადასცემს.
იაჰია სინვარი, რომელიც ისრაელში ყველაზე ძებნილ პიროვნებად მიიჩნეოდა, ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმას თავის ძმასთან ერთად ხელმძღვანელობდა. იაჰია სინვარი ისრაელის არმიამ 2024 წლის ოქტომბერში მოკლა.
ხოლო 28 მაისს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელმა იაჰიას ძმა, მოჰამედ სინვარიც მოკლა, რომელიც ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური იყო.
ცნობისთვის, აპრილში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გაასაჯაროვა დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომელშიც ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაშინდელი ლიდერები, იაჰია სინვარი და მოჰამედ დეიფი, ირანის IRGC-ის ყუდსის ძალების სარდალს, ისმაილ ყაანს, 2021 წლის ივნისში დახმარებას სთხოვდნენ ისრაელზე თავდასხმაში.





