რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაიღუპა ერთი ადამიანი

6 ოქტომბრის დილას რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის ოლქზე მიიტანა იერიში.

სოფელ სტეპანოვკაში იერიშის შედეგად დაიღუპა 69 წლის ქალი.

გარდა ამისა, დაშავდა ოთხი ადამიანი: 16 და 12 წლის გოგონები, 37 წლის ქალი და 47 წლის კაცი. ისინი საშუალო სიმძიმის ტრავმები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები