საქართველო-რუსეთი

სლუცკი: ქართულმა ოცნებამ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვა

დასავლეთი ჯიუტად ცდილობს საქართველოში უკრაინული სცენარის გატანას. სუვერენული ქვეყნების საქმეში ჩარევის "ოქროს სტანდარტი" საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებზე დღეს გამოიყენეს ევროკავშირის ელჩმა და ბალტიისპირეთის ხმის ამყოლებმა.

მმართველმა ქართულმა ოცნებამ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მოწინააღმდეგეებს აღმაფრთოვანებელი უპირატესობით უსწრებს მისი ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე, რომელიც ცნობილია ზელენსკის რეჟიმის ხისტი კრიტიკით. ეს გახდა ახალი ქუჩის პროტესტების საბაბი ვითომდა "პროევროპული უმცირესობისთვის", რომელსაც საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშებში ბრიუსელის რუსოფობები იყენებენ. როგორც ეს ათ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში მოხდა: კვლავ არეულობა, კვლავ შტურმი სამთავრობო რეზიდენციებზე, კვლავ კოცონები.

კოლექტიური დასავლეთის "მაიდანის მეთოდები" არ ძველდება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური გაკვეთილების სწავლა შეუძლია (სხვათა შორის, არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის წარსულიდან) და გადაჭრით მოქმედებს ეროვნული ინტერესებისთვის. რაც შეეხება სხვადასხვა სახის "ფერადი რევოლუციების" სპონსორებს, დროა გაიგონ: მსოფლიო სწრაფად იცვლება. გამძვინვარებულ ბრბოს, რომელიც გარედანაა წახალისებული, აღარ შეუძლია ხალხის ხმის ჩახშობა. საქართველოს არჩევნების შედეგები მორიგი დამადასტურებელი საბუთია.

"დაწყნარდით, თქვენს პრობლემებს მიხედეთ" - თქვა ვლადიმირ პუტინმა ვალდაიზე, როცა დასავლური ჰეგემონიის გამმართლებლებს მიმართა. მოსმენისა და სწორი დასკვნების გაკეთების დროა ყველგან და ყველას მიერ. 

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ სლუცკი საქართველოში ჩატარებულ ადმინისტრაციულ არჩევნებსა და დემონსტრაციას გამოეხმაურა.

 

კომენტარები