4 ოქტომბრის აქცია

კობახიძე: აქციის მიზნის აღსრულების მცდელობას შეიძლება სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცეს

თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც შეიძლება სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცეს. გარდა ამისა, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ აქტს მიესადაგება სსკ-ს იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ.

შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ 2-დან 4.5 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები