რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ГУР-მა რუსეთში, სტავროპოლის მხარეში რუსი ვიცეპოკლოვნიკი მოკლა

ГУР 

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, სტავროპოლის მხარეში, ტამბუკანის დასახლებასთან ახლოს, როსგვარდიის ვიცეპოლკოვნიკი და ორი სხვა რუსი სამხედრო მოკლეს. 

ГУР-ის ინფორმაციით, ოპერაცია 27 სექტემბერს კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის დახმარებით ჩაატარეს.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ГУР-მა მანქანაში მყოფი როსგვარდიის სამხედროები დისტანციურად ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობით მოკლეს.

მოკლული რუსი ვიცეპოკლოვნიკი სპეცდანაყოფ ავანგარდს ხელმძღვანელობდა, სხვა ორი სამხედრო კი მისი თანაშემწე და მძღოლი იყვნენ. 

კომენტარები