ჭყლეტა ინდოეთში

ინდოეთში მიტინგზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ტამილანდის შტატში, პოლიტიკოსისა და მსახიობის, ვიჯაის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

ტამილანდის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაღუპულთა შორის 16 ქალი და 6 ბავშვია.

გარდა ამისა, ჭყლეტის შედეგად დაშავდა მინიმუმ 50 ადამიანი.

შტატის ხელმძღვანელის, მუთხუველ კარუნანიდჰი სტალინის განცხადებით, მომხდარს სამართალდამცავები გამოიძიებენ, ხოლო თითოეული დაღუპულის ოჯახს 1 მილიონი რუპია (დაახლოებით $11 300) გადაეცემა.

მიტინგის ორგანიზატორმა, ვიჯაიმ თქვა, რომ "გულგატეხილია" და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. 

კომენტარები