რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენი საჰაერო სივრცე სავარაუდოდ უნგრულმა სადაზვერვო დრონენბმა დაარღვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ შეატყობინა, რომ სავარაუდოდ უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა უნგრეთის საზღვართან უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. 

ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

"შეიარაღებული ძალების მეთაურმა ასევე უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე დრონებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ ინციდენტებზე შემატყობინა. უკრაინელმა სამხედროებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში სადაზვერვო დრონების შეჭრა აღრიცხეს, რომლებიც, სავარაუდოდ, უნგრულია. 

წინასწარი ინფორმაციით, ისინი შესაძლოა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში სამრეწველო რეგიონების პოტენციალს ზვერავდნენ. გავეცი დავალება, რომ ყველა ხელმისაწვდომი მონაცემი შემოწმდეს და ყველა აღრიცხულ შემთხვევაზე ანგარიში დაუყოვნებლივ მომზადდეს". - წერს ზელენსკი. 

კომენტარები