ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ბათუმსა და თბილისში რეგისტრაციის გარეშე ცვლიდნენ ვალუტას – საგამოძიებომ 3 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის  განხორციელების ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე ფ.გ. და ბელარუსის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ა.პ. და ა.ვ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს” - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ნაღდი ფულის სახით ამოღებულია 246 975 აშშ დოლარი, 103 210 ლარი, 1 705 ევრო და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები