საქართველო-აშშ

სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი აშშ-ში ჩასული, არის საქმეზე – პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის შალვა პაპუაშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის "მნიშვნელოვანი საუბარი" შედგა. 

"საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი განრიგი. იყო აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეული. ჰქონდა შესაძლებლობა მასთან გასაუბრების, [...] ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება. 

ჰქონდა მნიშვნელოვანი საუბარი, ჩვენთვის ესაა მნიშვნელოვანი" - ამბობს პაპუაშვილი. 

ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, რატომ არ იყო მიწვეული ყაველაშვილი ვახშამზე, სადაც მიწვეული იყვნენ აზებაიჯანისა და სომხეთის ლიდერები. 

"იქ სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი ჩასული, არის საქმეზე" - უპასუხა პაპუაშვილმა. 

ყაველაშვილი აშშ-ში 21 სექტემბერს გაემგზავრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად. 

კომენტარები