კრიმინალი

მკვლელობის მცდელობისთვის მარნეულში 1 პირი დააკავეს (VIDEO)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს. მას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ი.გ.-ს  მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა რ.მ. გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები