შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, კუბის მოქალაქე რ.პ. დააკავეს.
"პატრულ-ინსპექტორებმა, რ.პ. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ დაფასოებული, 17 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი".
პოლიციამ რ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა". - ნათქვამია განცხადებაში.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





