ტენესის უნივერსიტეტში, 1980-იანი წლების ამერიკის ისტორიის კურსს Rockstar Games-ის საკულტო ვიდეოთამაშის, Grand Theft Auto-ს დახმარებით შეასწავლიან.
კურსის ხელმძღვანელი ამერიკელი ისტორიკოსი და პროფესორი, ტორი ოლსონი იქნება.
ცნობისთვის, ტენესის უნივერსიტეტისთვის ეს პირველი პრეცედენტი არ არის, სადაც ოლსონი მის საავტორო კურსში აქტიურად იყენებს ვიდეოთამაშებს, როგორც დამხმარე, ინტერაქტიულ წყაროდ - 2021 წელს პროფესორი XIX საუკუნის ამერიკის ისტორიას მის სტუდენტებს ასევე Rockstar Games-ის ცნობილი ფრენჩაიზის, Red Dead Redemption-ის დახმარებით ასწავლიდა.
"ვიდეოთამაშები ფიქციური სამყაროს კონფიგურირებას ძალიან კარგად ახდენენ, რადგან მათ ასევე აქვთ გავლენა მოთამაშეების აღქმაზე რეალურ დროსა და სივრცესთან მიმართებით - Red Dead Redemption 2-მა ბევრ ადამიანს ჩამოუყალიბა XIX საუკუნის ამერიკის ისტორიის შესახებ აღქმა, იგივე Ghost of Tsushima-მ ფეოდალური იაპონიის შესახებ.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეექმნა წარმოდგენა თანამედროვე ამერიკის შესახებ GTA-ს ფრენჩაიზიდან.
ჩემს კურსზე ძალიან სერიოზულად ვუდგებით აშშ-ს ფიქციურ რეპრეზენტაციას GTA-ში - მის პერსონაჟებს, როგორც ურბანულ თუ რეგიონული ლანდშაფტების ისტორიას, ასევე მთავარი ამბის.
ეს კურსი ამერიკის ისტორიაზე უფროა, ვიდრე თვითონ ვიდეოთამაშზე - თამაში ამ შემთხვევაში უბრალოდ შემდგარი ნახაზია, რომელიც სტრუქტურას აძლევს ჩვენს წარსულს". - თქვა ოლსონმა IGN-თან ინტერვიუში.





