დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი H-1B ვიზებზე $100 000-იან განაცხადის საფასურს დააწესებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, $100 000-ის ოდენობის განაცხადის საფასური დააწესოს H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე, რამაც შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ამერიკის ტექნოლოგიურ სექტორს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსულ კვალიფიციურ მუშახელზე. 

მაღალჩინოსნის მიხედვით, ქვეყანაში ზოგადად იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, ტრამპი აპირებდა, H-1B ტიპის ვიზის პროგრამა 19 სექტემბერსვე შეეზღუდა, თუკი არ მოხდებოდა ვიზებზე განაცხადის საფასურის გადახდა.

ცნობისთვის, H-1B ვიზის პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვნად იქცა აშშ-ს ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებისა და დასაქმების სააგენტოებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკური როლების შესავსებად უცხოურ მუშახელზე არიან დამოკიდებულები. 

Reuters-ის ინფორმაციით, Amazon-მა 2025 წლის პირველ ნახევარში 10 000-ზე მეტი H-1B ტიპის ვიზის დამტკიცება შეძლო, ხოლო Microsoft-სა და Meta Platforms-ს თითოეულს 5 000-ზე მეტი H-1B ტიპის ვიზა აქვთ დამტკიცებული. 

მთავრობის მონაცემების მიხედვით, პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი ინდოეთი იყო: დამტკიცებული ვიზების 71% სწორედ ინდოეთზე მოდიოდა, ხოლო ჩინეთი მეორე ადგილზე იყო - 11.7%-ით. 

კომენტარები