რუსეთი

რუსეთმა Starlink-ის ალტერნატიულ პროექტზე მუშაობა დაიწყო

Bloomberg

რუსული სახელმწიფო მედიის, RBC-ს მიხედვით, მთავრობამ Starlink-ის ალტერნატიული ინტერნეტ სერვისის შესაქმნელად $5 მილიარდი გამოყო.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, Roscosmos-ის თავდჯომარემ რუს პროპაგანდისთან, ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან გადაცემაში თქვა, რომ კოსმოსში შესაბამისი მზადება და სატელიტების შემოწმება უკვე დაწყებულია. 

არსებული ინფორმაციით, პროექტს განახორციელებს კერძო კოსმოსური კომპანია Bureau 1440. კომპანიის მიზანია 2030 წლისთვის ორბიტაზე 292 ახალი სატელიტის გაშვება. 

კომენტარები