ფინანსური დანაშაული

მეგობარმა რამე რომ დააშავოს, პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროთ?! – კანდელაკის ადვოკატი

მოკრივე გიორგი კანდელაკის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, კანდელაკს ბრალი წარუდგინეს.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალში ნახსენებ კომპანიებთან არანაირი სახის ოფიციალური კავშირი არ აქვს.

"არათუ ამ მიწის ნაკვეთთან, ქარხანასთან, ბრალში დასახელებულ კომპანიებთან არანაირი სახის კავშირი არ გააჩნია გიორგი კანდელაკს.

თქვენმა მეგობარმა, პირობითად, რამე რომ დააშავოს, თქვენ პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროთ?! 

საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით. როდესაც მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი კანდელაკი არის პირი და მის უკან დანარჩენი სხვა ადამიანები თურმე ასეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებენ, ეს თავიდანვე, აპრიორი, არის არასწორი ინფორმაცია". - თქვა მოსიაშვილმა TV პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, 17 სექტემებრს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შიდა ქართლში უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს და დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი დააკავეს.

მოგვიანებით სამთავრობო მედია TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი იყო.

კომენტარები