ნარკოდანაშაული

სიღნაღში 1337 ძირი კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს - შსს-მ 5 პირი დააკავა

შსს / კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში 1337 ძირი მცენარე კანაფი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, აღნიშნულ დანაშაულში დახმარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ფაქტებზე დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული ლ.მ.,1989 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული რ.ჩ.; 2003  წელს დაბადებული ხ.ს. და 1978 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი ზ. ჩ.

დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარე "კანაფის"-ს უკანონო დათესვა-მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე "კანაფს"-ს, საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.  

სამართალდამცველებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველიმცენარე "კანაფის" 1337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე, ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი "მარიხუანა" და "მარიხუანას" დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები