შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გააძევა.
შსს წერს, რომ ბოლო დღეებში ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის - ჯამში 29 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გააძევა





