შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევა.
"აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის - ჯამში 100 მოქალაქე. მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა" - წერს შსს.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტმა აგვისტოში საქართველოდან 100 უცხოელი გააძევა - შსს





