რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

УП: ГУР-მა რუსეთში სამხედრო ქიმიურ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

pravda.com.ua

გამოცემა Українська правда უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГУР) საკუთარ წყაროებზე დარყდნობით წერს, რომ ГУР-მა რუსეთში Метафракс Кемикалс-ის სამხედრო ქიმიურ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა.

როგორც УП-ს წყაროები აღნიშნავენ, ეს ქარხანა, რომელიც პერმის მხარეში მდებარეობს და უკრაინის საზღვრიდან 1 600 კმ-ით არის დაშორებული, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რუსეთის მასშტაბით ორგანული სინთეზით ქიმიური პროდუქციის წარმოების მხრივ რიგით მეორეა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქარხანა ძირითადად ასაფეთქებელი ნივთიერებებისთვის საჭირო კომპონენტებს აწარმოებს. 

კომენტარები